უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ ნიკოლაევში, უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის ყაზარმებზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ათობით სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი და სხვა დასავლური მედია ავრცელებს. მსხვერპლის რაოდენობის შესახებ უკრაინული მხარის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.
სოციალურ ქსელებში გამოჩნდა იერიშის ადგილის ამსახველი ფოტოები, სადაც ჩანს, რომ შენობები, რომლებშიც სამხედროები იმყოფებოდნენ, პარასკევს ღამით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურდა. ნანგრევების ქვეშ მყოფი ადამიანების ძებნა გრძელდება. შაბათს ერთი ადამიანი ცოცხალი იპოვეს.
უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის პირობით, „ნიუ-იორკ ტაიმსს“ უთხრა, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაახლოებით 40 სამხედრო მოსამსახურის დაიღუპა, მაგრამ მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება უფრო დიდი იყოს.
ნიკოლაევზე დარტყმა შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის მომენტიდან, ისევე როგორც ლვოვის რეგიონში იავოროვის პოლიგონზე იერიში, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.