რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დააწინაურა მოსამართლე მარგარიტა კოტოვა, რომელიც ამჟამად ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და უახლოეს მომავალში კრემლის მიერ დევნილ პოლიტიკოსს განაჩენს გამოუტანს.
კოტოვა დედაქალაქის ლეფორტოვოს რაიონული სასამართლოდან მოსკოვის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა.
ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ვლადიმირის რაიონის ქალაქ პოკროვში მდებარე მე-2 კოლონიაში. პოლიტიკოსს, რომელიც უკვე იხდის სასჯელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უკანონოდ აღიარებულ ე.წ. ივ როშერის საქმეზე, ამჯერად ბრალად ედება შემოწირულებებით მიღებული თანხების განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობა და მოსამართლის შეურაცხყოფა. პროკურატურამ ნავალნისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ოპოზიციონერი, მისი მომხრეები და მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაცია სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
ყველაზე პოპულარული
1