საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა. ინფორმაციას ავრცელებს პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.
გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინაში იკავებდა ოდესის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას. ის 2016 წელს გადადგა.
გიორგი ლორთქიფანიძე საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2021 წლის დეკემბერში მისცა. საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში საზღვრის უკანონოდ კვეთით შემოსვლას.
გიორგი ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეზე სხვა პირებთან ერთად ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.