Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამალა ჰარისი: რუსეთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო საქმე უნდა აღიძრას


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი (მარჯვნივ) და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი (მარჯვნივ) და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა პოლონელი ხალხი შეაქო უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ მილიონზე მეტი ლტოლვილის მიღებისთვის.

ეს განცხადება მან ხუთშაბათს გააკეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკისთან მოლაპარაკებებზე.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ევროპელი მოკავშირეებისთვის ფართო მასშტაბის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. კანონმდებლობა, რომელიც 6,8 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, ლტოლვილთა დახმარებას და სხვა სახის ეკონომიკურ მხარდაჭერას გულისხმობს.

„ვუყურებ და ვკითხულობ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არაჩვეულებრივ საქმეებს აკეთებენ. ამიტომ მადლობას გიხდით ამერიკელი ხალხის სახელით“, - თქვა ჰარისმა.

პოლონეთში ვიზიტისას ჰარისმა რისხვა გამოხატა ოთხშაბათს მარიუპოლში სამშობიარო სახლის დაბომბვის გამო. მან მხარი დაუჭირა, რუსეთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო საქმის გამოძიებას უკრაინაში შეჭრისთვის და სამოქალაქო მოსახლეობის დაბომბვისთვის.

XS
SM
MD
LG