Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი ზელენსკის: ჯობს რუსეთში გაიქცე და არა ბრიტანეთში, თორემ სააკაშვილის ბედს გაიზიარებ


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა. როგორც ის აღნიშნავს, თუ ზელენსკი მის მოწოდებას არ გაითვალისწინებს, გაიმეორებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბედს.

„ზელენსკი, შენთვის ჯობს რუსეთში გაიქცე და არა ბრიტანეთში, თორემ სააკაშვილის ბედს გაიზიარებ. შენი და უკრაინელი ერის გადარჩენა მხოლოდ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისა და მოლაპარაკების შედეგად იქნება შესაძლებელი. ამისთვის შენ რუსეთის სამხედროებთან ერთობლივი მოქმედებით, ქვეყნიდან უნდა გაყარო „ბანდერელები“.

შენ მოტყუვდი და მოატყუე შენი ერი, საომარ მდგომარეობამდე მიიყვანე. შეცდომების გამოსწორება გვიან არ არის. ამის გაკეთება საჭიროა არა ბრიტანელების დახმარებით ან მათი დასავლელი მეგობრების. შენი თვალებით დარწმუნდი, როგორ გეხმარებიან უცხოელები - არანაირად.

მე კარგად ვიცნობ ჩვენს პრეზიდენტს. ის შორსმჭვრეტელი და ბრძენია და ის შენ აუცილებლად გაგიგებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინელი ერისთვის იქნება მისაღები", - წერს „ტელეგრამის" არხზე კადიროვი.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.

XS
SM
MD
LG