Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამთო გამყოლთა ასოციაცია რუს გამყოლებს მოუწოდებს, საქართველოში არ ჩამოვიდნენ


საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია და პარტნიორი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ უკრაინა დღეს საქართველოსთვისაც იბრძვის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად მზადყოფნას გამოთქვამენ ჰუმანიტარულ მისიებში ჩასართავად. ამავდროულად სამთო გიდები უარს აცხადებენ, მოემსახურონ საქართველოში ჩამოსულ რუს ტურისტებს და მოუწოდებენ რუს კოლეგებს, უარი თქვან საქართველოში ჩამოსვლაზე, სანამ უკრაინაში ომია.

"ჩვენი ქმედებები არ არის გამიზნული რუსი ხალხის წინააღმდეგ ვინც თავადაც ამ ბარბაროსობის მსხვერპლია. თუმცა, კეთილი ნების ადამიანები მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთში, ახლა უნდა გაერთიანდნენ პუტინის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად", - ნათქვამია განცხადებაში. ამ განცხადებით სამთო გამყოლთა ასოციაციის წევრები ასევე სთხოვენ სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციას შეუჩეროს რუსეთს წევრობა.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. მალევე დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის დაწყების გამო. რუსეთი ამ დრომდე თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბომბავს ქალაქებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს.

XS
SM
MD
LG