Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთმა უკრაინასთან საზღვარზე სავარაუდო რუსი ჯაშუში დააკავა


პოლონეთის შინაგანი უშიშროების სააგენტოს (ABW) თანამშრომლები ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირის დაკავებისას.
პოლონეთის შინაგანი უშიშროების სააგენტოს (ABW) თანამშრომლები ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირის დაკავებისას.

პოლონეთის შინაგანი უშიშროების სააგენტომ (ABW) უკრაინასთან საზღვარზე სავარაუდო რუსი ჯაშუში დააკავა.

დაკავებული ესპანეთის მოქალაქეა რუსული წარმომავლობით, რომელიც, სავარაუდოდ, მუშაობდა რუსეთის სადაზვერვო სააგენტოში, GRU-ში - განაცხადა პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ 4 მარტს.

ის დააკავეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, 28 თებერვალს, ღამით, ფშემისლში, პოლონეთ-უკრაინის საზღვართან. ის რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა ამ ტერიტორიაზე. სავარაუდოდ ჟურნალისტად აკრედიტებულმა, მან მიაგნო ინფორმაციას, რომელმაც, "რუსეთის საიდუმლო სამსახურის მიერ გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს შიდა და გარე უსაფრთხოებაზე, ისევე როგორც [პოლონეთის] თავდაცვისუნარიანობაზე", - განაცხადა პოლონეთის შინაგანი უშიშროების სააგენტომ. როგორც ამბობენ, ის უკრაინაში გამგზავრებას და იქ რუსეთის ჯაშუშად მუშაობას აპირებდა.

ეჭვმიტანილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. მას ბრალად ედება პოლონეთისთვის ზიანის მიყენების მიზნით უცხოური სადაზვერვო სააგენტოს სახელით ქმედება. ბრალდებულს შესაძლოა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქროს.

XS
SM
MD
LG