Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა 30%-მდე გაზარდა საკომისიო უცხოური ვალუტის შესყიდვაზე


რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ფიზიკური პირების მიერ სავალუტო ბირჟებზე უცხოური ვალუტის შესყიდვებზე 30%-იანი საკომისიო დააწესა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს ბროკერებზე დაყრდნობით, რომლებმაც შეტყობინება ცვლილებების შესახებ ცენტრალური ბანკისგან მიიღეს.

გადაწყვეტილება რუსეთში რუბლის სწრაფი გაუფასურებითა და უცხოური ვალუტის ნაღდ ფულზე გაზრდილი მოთხოვნით აიხსნება. რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების შედეგად რუსული რუბლი სწრაფად და რეკორდულად უფასურდება.

3 მარტს რუსეთმა იძულებით ეკონომიკურ ზომებს მიმართა, რომლის ნაწილიც არის „საკრედიტო არდადეგების“ გამოცხადება. კერძოდ, რუსეთის მოქალაქეებს მიეცემათ უფლება, 30 სექტემბრამდე არ გადაიხადონ სესხის პროცენტი.

XS
SM
MD
LG