Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით გამოსვლას გეგმავს


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პარლამენტს გაეგზავნა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება 5 მარტს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წინაშე წლიური მოხსენებით გამოსვლის შესახებ.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, წელიწადში ერთხელ პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

XS
SM
MD
LG