Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ საქმე აღძრა და გამოკითხვაზე დაიბარა მოქალაქე Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო დაიწყეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით და გამოკითხვაზე დაიბარეს პოსტის ავტორი. უწყების განმარტებით, მისი 1 მარტის პოსტი შეიცავს ძალადობის ნიშნებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელმა 1989 წელს დაბადებულმა ს.ჯ-მ, სოციალურ ქსელში მოქალაქეებს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე მთავრობის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულზე ინფრასტრუქტურის დაზიანებისკენ საჯაროდ მოუწოდა", - აცხადებენ შსს-ში.

​საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო.

XS
SM
MD
LG