„ომი დაბრუნდა ევროპაში. ეს ცალმხრივად აირჩია პრეზიდენტმა პუტინმა. ტრაგიკული ჰუმანიტარული ვითარებაა"
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო თავდასხმის შედეგად დაღუპულია 198 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაჭრილია 1115, აქედან 33 ბავშვი.
უკრაინის უდიდეს სპეციალიზებულ საბავშვო საავადმყოფო „ოხმატდეტში“ აცხადებენ, რომ 26 თებერვალს სასწრაფო დახმარებამ მათთან მიიყვანა დაახლოებით 7 წლის ბავშვი რუსეთის ჯარების იერიშის შედეგად მიღებული მძიმე ჭრილობებით.
როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება, მძიმე ვითარების გამო ბავშვს პირდაპირ მიმღებ განყოფილებაში ჩაუტარდა ოპერაცია.
საქართველოში უკრაინის ელჩის, იჰორ დოლჰოვის ბრიფინგი