უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ „სეროზული დანაკარგი“ ნახა რუსეთის თავდასხმის საწყის ეტაპებზე 24 თებერვალს. მისი მრჩევლის თანახმად, დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი.
ზელენსკიმ 24 თებერვალს გამოაცხადა, რომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვთან და მიმართა რუსებს, „ვისაც არ დაუკარგავს ღირსება“, პროტესტი გამოთქვან მათი მთავრობის ქმედების მიმართ. ზელენსკიმ 24 თებერვალს ტელევიზიით მიმართა უკრაინელებს მალევე მას მერე, რაც რუსეთის რაკეტებმა დარტყმა მიაყენეს უკრაინის ავიაბაზებს და სამხედრო ინფრასტრუქტურას დაახლოებით 25 ქალაქში. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „სპეციალური“ სამხედრო ოპერაციის ბრძანება გასცა თავისი მეზობლის და მეტოქის „დემილიტარიზაციის“ მიზნით.
თავდასხმა დაიწყო 24 თებერვალს დილით ადრე, აფეთქება და განგაშის სირენების ხმა ისმოდა „ბორისპოლის“ აეროპორტში, თვითმხილველები იტყობინებოდნენ რაკეტების აფეთქების შესახებ ბევრ ქალაქში, მათ შორის, ხარკოვში, კრამატორსკში, დნეპრში, მარიუპოლში, ოდესასა და ზარიჟიეში. უკრაინაზე თავდასხმას მოჰყვა აღშფოთება და განკითხვა დასავლეთის მხრიდან, ასევე მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან, რადგან გაიზარდა შეშფოთება ევროპის შუაში დიდი ომის გაჩაღების შესახებ.
ნატომ გამოაცხადა, რომ დაიწყებს თავისი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების გაძლიერებას ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგზე.
ზელენსკიმ 24 თებერვალს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა, მაგრამ მოქალაქეებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე რუსეთის თავდასხმის ფონზე. უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩასაგდებად იბრძვიან, რის შესახებაც უკვე აცნობა შვედეთის პრემიერს.