Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი აქტივების გაყინვით და მოგზაურობის აკრძალვით იწყებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პარამენტში გამოსვლისას. 22 თებერვალი, 2022 წელი.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პარამენტში გამოსვლისას. 22 თებერვალი, 2022 წელი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ, ზომების „პირველი ზალპის“ სახით, მისი ქვეყანა სანქციებს უწესებს რუსეთის ხუთ ბანკს და სამ უმდიდრეს ადამიანს.

„დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები იწყებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც უკვე მოვამზადეთ...რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ“, - განაცხადა ჯონსონმა პარლამენტში გამოსვლისას 22 თებერვალს. მან პარლამენტს უთხრა, რომ დიდი ბრიტანეთს აქვს ფინანსური საშუალებების მთელი წყება, რომლებითაც შეეძლება დარტყმა მიაყენოს რუსეთს კრიზისის გამწვავების შემთხვევაში.

„აუცილებელია, რომ მარაგში გვქონდეს სხვა მძლავრი სანქციები... იმის გათვალისწინებით, თუ რა შეუძლია მოიმოქმედოს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შემდგომში,“ - თქვა ჯონსონმა.

XS
SM
MD
LG