Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი გამოდის სასწრაფო სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის მოწოდებით


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 20 თებერვალს გამოვიდა "სიჩუმის რეჟიმის" ამოქმედების და სამშვიდობო ძალისხმევის "ინტენსიფიკაციის" მოწოდებით, იმ ფონზე, როცა საფრანგეთის პრეზიდენტმა სასწრაფო სატელეფონო დიპლომატიას მიმართა უკრაინის და რუსეთის ლიდერებთან, შიშის გამო, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს.

ზელენსკის თქმით, კიევი მხარს უჭერს "სასწრაფო" შეხვედრის გამართვას ე.წ. სამმხრივი კონტაქტის ჯგუფის (TCG) ფარგლებში, რომელიც 2014 წელს შეიქმნა, დიპლომატიური გადაწყვეტის მოსაძებნად აღმოსავლეთ უკრაინაში ამჟამად უკვე შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისთვის უკრაინის ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის.

დასავლეთის ლიდერების თქმით, რუსეთი, რომელმაც ათი ათასობით სამხედრო განათავსა უკრაინასთან ახლოს, მათ შორის მეზობელ ბელარუსში, ახლა სრულმასშტაბიან შეტევას გეგმავს. მოსკოვი უარყოფს ამგვარი გეგმის არსებობას.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო პროცესის ინტენსიფიკაციას - წერს ზელენსკი ტვიტერით. "მხარს ვუჭერთ TCG-ის სასწრაფო შეხვედრას და სიჩუმის რეჟიმის დაუყოვნებელ ამოქმედებას".

ზელენსკის ამ მესიჯს წინ უძღოდა მისი საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან, ცოტა ხანში მას მერე, რაც მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ელაპარაკა ტელეფონით.

სამმხრივი კონტაქტის ჯგუფი მოიცავს უკრაინას, რუსეთს და ეუთოს.

XS
SM
MD
LG