Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი: რუსეთი უკრაინაში შეჭრის "ზღვარზეა"


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ 20 თებერვალს გაკეთებული გაფრთხილებით, მიმდინარე პროცესები მოწმობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის "ზღვარზეა" და შეშფოთებას ზრდის რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნების გახანგრძლივება.

ბლინკენმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბოლო წუთამდე მზადაა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, "ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში".

ბლინკენმა მიანიშნა ბაიდენის მიერ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ პუტინმა უკვე მიიღო უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ პუტინი შეაკავოს და მას ეს გადაწყვეტილება გადააფიქრებინოს. CNN-თან საუბარში, ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთის წინააღმდეგ "მასშტაბური სანქციების" პაკეტი მოამზადეს, თუკი მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება.

დასავლეთის ოფიციალური პირები გამოდიან გაფრთხილებით, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთს მობილიზებული ჰყავს 150000-ზე მეტი სამხედრო, ბელარუსში მისი 30000-კაციანი დანაყოფია, კიდევ ათასობით მეომარს კი წარმოადგენენ უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედი რუსეთის მოკავშირე სეპარატისტები.

ბლინკენის თქმით, რუსეთისთვის სანქციების ახლა დაწესება - როგორც ამას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვს - მათ ეფექტიანობას შეამცირებს. როგორც კი სანქციები ამოქმედდება, - უთხრა ბლინკენმა CNN-ს, - მათი შემაკავებელი ძალაც გაქრება.

ბლინკენის თქმით, მომავალ კვირაში ევროპაში ის კვლავ გეგმავს შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან, თუკი რუსეთი უკრაინაში მანამდე არ შეიჭრება.

XS
SM
MD
LG