აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 18 თებერვალს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა მან უკრაინის გარშემო კრიზისზე ილაპარაკა, განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა ალყა შემოარტყეს უკრაინას და ის ამ მომენტში დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება.
ბაიდენმა ასევე თქვა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია დიპლომატიის სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი. ბაიდენის თქმით, რუსეთის და აშშ-ის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა, სერგეი ლავროვმა და ენტონი ბლინკენმა 24 თებერვლისთვის ევროპის კონტინენტზე შეხვედრა შეათანხმეს.
მაგრამ, ბაიდენის სიტყვებით, თუ თავდასხმა მოხდა, დიპლომატიის კარებს დაკეტავენ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მცდელობის მიუხედავად, ჩვენს რიგებში განხეთქილება ჩამოეგდო, ეს არ მოხდა. თავისუფალი სამყარო ერთად დგას, თქვა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, აშშ-ს კონფლიქტი არ სურს, მას სურს კონფლიქტის თავიდან აცილება. საჭიროების შემთხვევაში, თქვა ბაიდენმა, აშშ მზად არის ნატოს ტერიტორიის ყოველი გოჯი.
აშშ ფიქრობს, რომ რუსეთის სამიზნე იქნება კიევი, თქვა ბაიდენმა. უკრაინაში ჯარს არ გავაგზავნით, მაგრამ ამ ქვეყნის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. მისი თქმით, რუსეთს მკაცრი სანქციებს დაუწესებენ, თუ ის შეიჭრება უკრაინაში.
მოსკოვი უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს, მიუხედავად მეზობელი ქვეყნის საზღვართან ჯარების დიდი რაოდენობის თავმოყრისა.
ბაიდენმა, სხვა დასავლელ ოფიციალურ პირებთან ერთად, განაცხადა, რომ მოსკოვი ეძებს საბაბს უკრაინაში შეჭრისათვის.