Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკამ თქვა, რა შემთხვევაში აღიარებს აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს"


ბელარუსის ავტორიტარი მმართველი ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას აღიარებს, როცა ამას მიხვდება და პრეზიდენტი პუტინი ეტყვის, რომ ეს საჭიროა.

კრემლის პოლიტიკის პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში, რომელიც სოლოვიოვის იუთუბის არხზე 7 თებერვალს გავიდა, მის შეკითხვას, "როდის ვაღიარებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს?", ლუკაშენკამ თავადაც შეკითხვით უპასუხა: "არის კი ამის რაიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროება?". სოლოვიოვის რეპლიკის შემდეგ, რომ "ყოველთვის არის", ლუკაშენკამ თქვა: „როგორც კი მივხვდები და პრეზიდენტი(რუსეთის) მეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს...“

2020 წლის აგვისტოში, ლუკაშენკამ აღიარა, რომ განიხილავდა "სამხრეთ ოსეთის" აღიარების საკითხს, თუმცა, დასავლეთი სანქციებით დაემუქრა, ამ სანქციებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციაზე კი, რუსეთთან ვერ შეთანხმდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს.

XS
SM
MD
LG