Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსს დატოვებენ ამერიკელ სახელმწიფო მოხელეთა ოჯახები


ფოტო არქივიდან: აშშ-ის საელჩო მინსკში.
ფოტო არქივიდან: აშშ-ის საელჩო მინსკში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ბელარუსს დატოვებენ ამერიკელ სახელმწიფო მოხელეთა ოჯახის წევრები. გადაწყვეტილების მიზეზად დასახელებულია უკრაინასთან საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების აქტივობის უჩვეულო და შემაშფოთებელი გაზრდა. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, სიტუაცია არაპროგნოზირებადია და რეგიონში შეიმჩნევა დაძაბულობის ზრდა.

ბელარუსიდან სახელმწიფო მოხელეთა ოჯახების გაყვანის გადაწყვეტილების გარდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქვეყნის მოქალაქეები გააფრთხილა, ბელარუსში არ გაემგზავრონ. პანდემიის და ბელარუსში კანონების დაცვის მხრივ არსებული განუკითხაობის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს ამ ქვეყანაში გამგზავრებას არც ადრე ურჩევდა, რასაც დაემატა ახალი მიზეზი - საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა.

ამერიკული მხარის მონაცემებით, რუსეთი უკრაინასთან მოსაზღვრე საკუთარი ტერიტორიების გარდა, სამხედროთა რაოდენობას ზრდის უკრაინის მეზობელ ბელარუსშიც, რაც არ გამორიცხავს, უკრაინაზე ბელარუსიდან თავდასხმის შესაძლებლობას.

XS
SM
MD
LG