Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში არ შემოუშვეს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი


დმიტრი გუდკოვი
დმიტრი გუდკოვი

საქართველოში არ შემოუშვეს რუსი ოპოზიციონერი ლიდერი დმიტრი გუდკოვი. ამის თაობაზე პოლიტიკოსმა ფეისბუკის პირად გვერდზე განთავსებულ ვიდეოში განაცხადა.

კიევიდან თბილისში ჩამოვფრინდი. აქტივისტებთან შესახვედრად, მაქვს მოსაწვევი. საზღვარზე მითხრეს, რომ უკან კიევში მიკეთებენ დეპორტაციას. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება არ შემიშვან ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები მაქვს დაგეგმილი, გადახდილია სასტუმროს საფასური, პარასკევის ფრენის ფასი, მიღებულია დეპორტაციის გადაწყვეტილება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როგორც ვიცი ცოტა ხნის წინ ლუბოვ სობოლიც გააბრუნეს აქედან. საკვირველი ამბები ხდება საქართველოში მეგობრებო", - ამბობს გუდკოვი ვიდეომიმართვაში.

დმიტრი გუდკოვი რუსეთიდან უკრაინაში გასული წლის ივნისში გადაბარგდა. რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი იჯარის თანხის გადაუხდელობის საქმეზეა ეჭვმიტანილი. თავად კი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნას პოლიტიკურს უწოდებს.

განახლება:

შსს-სგან მოწოდებული წერილობითი კომენტარის თანახმად, დმიტრი გუტკოვს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის , 11-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტის თანახმად.

ეს მუხლი საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებს განმარტავს.

“ი” ქვეპუნქტში დაკონკრეტებული არ არის უარის თქმის საფუძვლები და “საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებს” მოიცავს.

შესაბამისად, კვლავ ბუნდოვანია დმიტრი გუდკოვისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის, კონკრეტული მიზეზი.

XS
SM
MD
LG