Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას გუნდის წევრი გახდა


ნოდარ შეროზია, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე
ნოდარ შეროზია, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის, "საქართველოსთვის", ადგილობრივი ლიდერი ნოდარ შეროზია გახდა. ის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა აირჩიეს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია "ქართულ ოცნებას".

"ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მარი ლიპარტელიანმა, კენჭისყრის შემდეგ, ​გადაწყვეტილება პარტიებს - "ნაციონალურ მოძრობასა" და "საქართველოსთვის" შორის გარიგებით ახსნა. მან თქვა, რომ "ოცნება" უარს ამბობს საკრებულოს თანამდებობებზე.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც "ქართულ ოცნებას" ამჯერად კანდიდატურები დასახელებული არ ჰყოლიათ. ორივე პარტიას საკრებულოში 16-16 დეპუტატი ჰყავს, ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას კი - სამი.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ახალი მოწვევის საკრებულოში პირველ სხდომაზე, 2021 წლის 3 დეკემბერს ვერ მოხერხდა, მაშინ კანდიდატურები სამივე პარტიამ დაასახელა, მაგრამ სხდომა ჩაიშალა, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა უარი თქვეს დასწრებაზე.

იმის მიუხედავად, რომ გახარიას გუნდი არც წალენჯიხაში და არც ჩხოროწყუში უმრავლესობაში არ ყოფილა, ამ მუნიციპალიტეტებშიც ამ პარტიის წარმომადგენლები გახდნენ საკრებულოს თავმჯდომარეები.

XS
SM
MD
LG