Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორის ყვითელაშვილი და ნინო წიკლაური იქნებიან საქართველოს მედროშეები ოლიმპიადის გახსნაზე


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოცდამეოთხე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე, საქართველოს დელეგაციის მედროშეები იქნებიან მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი. ოლიმპიადას პეკინი უმასპინძლებს 4-20 თებერვალს და საქართველო უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებაზე ცხრა სპორტსმენით გამოვა.

ქართველი სპორტსმენები სპორტის სამ სახეობაში ჩაებმებიან ოლიმპიურ კონკურენციაში. ფიგურულ ციგურაობაში, საქართველომ ოთხივე სახეობაში შეძლო პეკინი-2022-ის ლიცენზიის მოპოვება და გუნდურ შეჯიბრებაშიც მიიღებს მონაწილეობას. მორის ყვითელაშვილი და ანასტასია გუბანოვა ერთეულებში გამოვლენ, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას დუეტი - სპორტულ ცეკვებში, ხოლო კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილი - სპორტულ წყვილებში.

მოციგურავეთა გარდა, ოლიმპიურ კონკურენციაში ჩაებმებიან სამთო მოთხილამურეები ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე და მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი.

ქართული დელეგაციის პირველი ჯგუფი უკვე გაემგზავრა პეკინში.

XS
SM
MD
LG