Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძე: "ომიკრონი" ნაკლებად მძიმე დაავადებებს იწვევს, მაგრამ არც ისე ნაკლებად, რომ სიკვდილიანობა შემცირდეს”


ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“, ნაკლებად მძიმე დაავადებებს იწვევს, მაგრამ ეს სიკვდილიანობას არ ამცირებს.

„2-ჯერ და 3-ჯერ ნაკლებ სიკვდილიანობას იწვევს "ომიკრონი", მაგრამ თუ შემთხვევები 5-ჯერ მეტი გვექნება, მაშინ ჯამური სიკვდილიანობა გაიზრდება“, - განაცხადა „რუსთავი 2“-თან საუბარში ცერცვაძემ.

22 იანვარს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 11 039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის მაჩვენებელია 17,28%.

XS
SM
MD
LG