ბათუმში, ახალი ბულვარის სანაპიროზე ძლიერმა შტორმმა ინფრასტრუქტურის ნაწილი დააზიანა.
ქვა-ღორღით დაიფარა ბილიკები და ზღვაში შემავალი სანიაღვრე არხები.
აკვაპარკის მიმდებარედ სანაპირო ზოლში რამდენიმე კერძო ჯიხური დაზიანდა.
ზღვის ტალღებმა სასეირნო ბილიკებსა და სანაპიროს სხვა მონაკვეთებზე ქვიშა და ნაგავი ამოიტანა
შტორმის დროს ქარის სიჩქარე 12-18 მ/წ-ს აღწევდა.
ახალი ბულვარის სანაპიროს “სანდასუფთავების” თანამშრომლები ალაგებენ.
შავი ზღვის ბათუმის სანაპიროზე 6-7-ბალიანი შტორმი 15 იანვარს დაფიქსირდა.
პლაჟისა და ბილიკების გარდა დანაგვიანდა მწვანე ზოლის ნაწილიც.