Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

AFP: აშშ მზადაა, რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს სარაკეტო სისტემებსა და წვრთნებზე


აშშ-მა მზადყოფნა გამოხატა, რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს ორივე ქვეყნის ხელთ არსებულ სარაკეტო სისტემებზე და სამხედრო წვრთნებზე. როგორც AFP იტყობინება ვაშინგტონიდან, რუსეთისა და ამერიკის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები შეიძლება უკვე კვირას დაიწყოს ჟენევაში, რათა განიმუხტოს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში აშშ და ევროკავშირი რუსეთს რეგულარულად სდებენ ბრალს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციისთვის მზადებაში. როგორც AFP-ს წყარომ თქვა, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ შესაძლებელია გარკვეული პროგრესის მიღწევა, თუკი სარაკეტო სისტემებისა და სამხედრო სწავლებების შესახებ მოლაპარაკებები ორივე მხარის ვალდებულებებსაც მოიცავს.

„რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეშინია გარე მუქარის, რომელიც შეიძლება შეუქმნან მას სარაკეტო სისტემებმა, თუკი ისინი უკრაინის ტერიტორიაზე განლაგდება. აშშ-ის მხარეს არა აქვს ასეთი მიზნები“, განაცხადა AFP-ს წყარომ. მან ითხოვა, არ გაასაჯაროონ მისი ვინაობა და თანამდებობა და დასძინა, რომ ამ საკითხში ორივე მხარეს შეუძლია მიაღწიოს ურთიერთგაგებას, თუკი რუსეთი გამოავლენს მზადყოფნას, რომ სიმეტრიული ვალდებულებები იკისროს.

XS
SM
MD
LG