Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიონელ მესის კოვიდი შეეყარა და თვითიზოლაციაშია


ლიონელ მესი "ოქროს ბურთით".
ლიონელ მესი "ოქროს ბურთით".

ცნობილ ფეხბურთელ ლიონელ მესის კოვიდ-19 დაუდგინდა და თვითიზოლაციაშია, - განაცხადა მისმა კლუბმა "პარი სენ-ჟერმენმა" 2 იანვარს.

„ოქროს ბურთის" შვიდგზის მფლობელმა, მესიმ, სხვა ოთხ მოთამაშესთან ერთად, რომლებსაც ასევე დაუდგინდათ ვირუსი, უნდა გამოტოვოს საფრანგეთის თასის გათამაშების მატჩი ქალაქ ვანის საფეხბურთო გუნდთან.

არგენტინელი ვარსკვლავისთვის იოლი არ აღმოჩნდა საფრანგეთის დედაქალაქში ცხოვრების პირველი ეტაპი, გასულ ზაფხულს ბარსელონის ემოციური დატოვების შემდეგ.

მესიმ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა „პარი სენ-ჟერმენის“ სახელით საფრანგეთის ლიგის 11 მატჩში, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში ხუთჯერ ისახელა თავი.

ის გამოტოვებს თასზე მატჩს 3 იანვარს და სავარაუდოდ, არც ლიგის, ზამთრის შესვენების შემდეგ, პირველ მატჩში მიიღებს მონაწილეობას ლიონში, 9 იანვარს.

კოვიდის ახალი შემთხვევების რიცხვმა საფრანგეთში, დღეში 200 000-ს გადააჭარბა ამ კვირაში.

XS
SM
MD
LG