საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 63 პაციენტი. კოვიდმა ქვეყანაში უკვე 13 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 42 772 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 2 676 შემთხვევა. 2 966-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
28 დეკემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 6.26%;
- ბოლო 7 დღის - 5.02%;
- ბოლო 14 დღის - 5.74%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 928 030 შემთხვევა. მათგან 888 022 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 646 ადამიანი.