Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლმა ჟურნალისტების ვერცხლით დეზინფექციისთვის 1.4 მილიონი რუბლი დახარჯა


რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 1.4 რუბლი დახარჯა ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენციაზე დაშვებული ჟურნალისტების დეზინფექციისთვის. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით წერს რუსული გამოცემა Daily Storm-ი.

23 დეკემბერს, მოსკოვის „მანეჟის“ საგამოფენო დარბაზში პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენციის დაწყებამდე, მედიის წარმომადგენლებს უშვებდნენ სპეციალურ სადეზინფექციო კაბინებში, სადაც ვერცხლის ნაწილაკებს ასხურებდნენ.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ელენა კრილოვამ განაცხადა, რომ ეს სრულიად უსაფრთხო და სასარგებლოც კი არის. ამასთან, რუსული გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ დეზინფექციისთვის ვერცხლის გამოყენების რეკომენდაცია ჯანდაცვის არცერთ ორგანიზაციას არ გაუცია.

რუსეთის პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტები კრემლის პრესსამსახურმა შეარჩია. სიაში იყო მედიის 507 წარმომადგენელი. ნახევარზე მეტი რუსეთის რეგიონებიდან. პრესკონფერენციაზე დაუშვეს რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებული რამდენიმე მედიასაშუალების, მათ შორის რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც, თუმცა, შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ მისცეს.

პუტინის პრესკონფერენციაზე საერთოდ არ მიუწვევიათ „ნოვაია გაზეტა“, რომლის მთავარმა რედაქტორმა დმიტრი მურატოვმა წელს მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია.

XS
SM
MD
LG