Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“ გენერალ გიორგი კალანდაძის გერმანიაში დაკავების შესახებ იუწყება


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გენერალი გიორგი კალანდაძე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გენერალი გიორგი კალანდაძე

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა 19 დეკემბერს გაავრცელა ცნობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ გიორგი კალანდაძის გერმანიაში დაკავების შესახებ.

ამასთან, ტელეკომპანია აცხადებს, რომ არ მოეპოვება დაზუსტებული ინფორმაცია გენერალ კალანდაძის დაკავების მიზეზებთან და წინაპირობებთან დაკავშირებით.

გენერალი გიორგი კალანდაძე გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობას 2012 წელს იკავებდა.

ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, გენერალ გიორგი კალანდაძეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2012 წლის ნოემბერში ბრალი წაუყენა უფლებამოსილების გადამეტებასა და ადამიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში.

მაგრამ 2013 წლის ზაფხულში სასამართლომ გენერალი უდანაშაულოდ ცნო.

გენერალი კალანდაძე 2015 წლიდან იმყოფება უკრაინაში, სადაც, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა, როგორც ინსტრუქტორი, ახალწვეულებისაგან დაკომპლექტებული ცალკეული ქვედანაყოფებისა და ბრიგადის დონის შტაბების მომზადებას ხელმძღვანელობდა.

XS
SM
MD
LG