Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტექსტური რეპორტაჟი: სააკაშვილის სასამართლო პროცესი

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო პროცესზე იმყოფება რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რომელიც სხდომის მიმდინარეობის შესახებ ტექსტურ განახლებებს შემოგთავაზებთ.
  • ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს. პროკურატურა ექსპრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია.
  • სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომას პირველად 29 ნოემბერს დაესწრო. ამ დღეს სასამართლო განიხილავდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეს.
  • პირდაპირ ეთერს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ აქ: https://youtu.be/pDFOjmKpcu8
14:47 2.12.2021

"პიჯაკების საქმის" მომდევნო სასამართლო სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება.

ადვოკატი ბექა ბასილაია ითხოვს უწყებას ანზორ ჩუბინიძის დასაკითხად მომდევნო სხდომაზე.

14:45 2.12.2021

"დარწმუნებული ვარ ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ერთი სული მაქვს, უკრაინელებს როგორ შეშურდებათ ისევ ჩვენი", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვის დასასრულს.

14:43 2.12.2021

"მე მირჩევნია ჯერ მე მოვკვდე, ვიდრე ჩემი ქვეყნის სიკვდილი ვნახო." - მიხეილ სააკაშვილი.

14:28 2.12.2021

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი სასამართლოს დარბაზიდან გთავაზობთ ტექსტურ რეპორტაჟს.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. ფოტო: ეკა ქევანიშვილი
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. ფოტო: ეკა ქევანიშვილი

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG