Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო გაოგნებულია, რომ ამ შუშის იქიდან მოგმართავთ, ჩემ აშენებულ ქვეყანაში სიარულის ნაცვლად - სააკაშვილი


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პატიმრობას „ყველაზე დიდ სირცხვილს“ უწოდებს და ამაში „კლასიკურ რუსულ კომბინაციას“ ხედავს.

„მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, (400 წლის წინ მოხდა ეს ამბავი), რომელიც მოხვდა პატიმრობაში?! ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი ყველასი, ვინც ამაში მონაწილეობს. ესაა ყველაზე დიდი დამცირება, რაც ჩვენ მოგვიწყო... მე არ მჯერა, რომ ესენი ქართველები არიან. ეს არის კლასიკური რუსული კომბინაცია. მთელი მსოფლიო გაოგნებულია, რომ მე ამ შუშის იქიდან მოგმართავთ, იმის მაგივრად, რომ შემეძლოს ჩემ აშენებულ ქვეყანაში თქვენთან ერთად სიარული და თქვენთან ერთად მისი შემდგომი განვითარება“, - განაცხადა სააკაშვილმა 29 ნოემბერს მიმდინარე სასამართლო სხდომაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად ესწრება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილს უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სანდრო გირგვლიანისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმეებზე. ექსპრეზიდენტი საქართველოში წაყენებულ არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს.

XS
SM
MD
LG