Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: ადამიანობა რომ ჰქონდეს სააკაშვილს, მარტო ხოშტარიასთვის შეწყვეტდა შიმშილობას


"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ერთი მხრივ, ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, მეორე მხრივ კი, ისევ სვამს კითხვებს მისი პროტესტის ამ ფორმასთან დაკავშირებით. სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრის დროს მან ჟურნალისტებს "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მოუყვანა მაგალითად.

"50 დღემდე ნაშიმშილარი სააკაშვილი უფრო კარგად არის, ვიდრე 2 კვირა ნაშიმშილარი [ელენე ხოშტარია]... მიშა სააკაშვილი როგორ არ გინახავთ, კადრებში 40 დღის ნაშიმშილარი რომ იყო ვითომ, როგორი ფიზიკური მონაცემებით იყო წარმოდგენილი... ახლა მეუბნებით, სადმე რომ შეჰყავხარ ძალით, შეიძლება ძალები მოიკრიფოო - უკვე არასერიოზულ დებატებში შევდივართ მე და თქვენ.

ელემენტარული ადამიანობა რომ ჰქონდეს სააკაშვილს, მარტო ელენე ხოშტარიასთვის შეწყვეტდა შიმშილობას", - თქვა მდინარაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, 1 ოქტომბერს დააკავეს. მან ამ დროიდან შიმშილობა გამოაცხადა. ის უკვე 49 დღეა შიმშილობს.

სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ. ის 3 ნოემბრიდან, უკვე მე-16 დღეა შიმშილობს.

XS
SM
MD
LG