საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისს უმასპინძლა და მოუგო, ანგარიშით 3:2.
ბათუმში გამართული შეხვედრის 65-ე წუთზე, ზაურ სვანიძის გაწვრთნილი გუნდი, უძლიერეს მეტოქეს სამბურთიანი უპირატესობით ამარცხებდა.
ანგარიში გულიაშვილმა გახსნა და მეორე გოლიც თავად მიითვალა. მესამედ კი მეტოქის კარი გოჩოლეიშვილმა აიღო. ბრიტანელებმა შეხვედრის მიწურულს გაიტანეს - 81-ე და 94-ე წუთებზე.