Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი: კონსილიუმის მუშაობა უფრო სისტემატური უნდა გახდეს


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შექმნილ ექიმთა კონსილიუმის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს და აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია კონსილიუმის საქმიანობა უფრო სისტემატური და ეფექტური გახდეს.

„უნდა შემუშავდეს კონსილიუმის საქმიანობის ერთგვარი პროტოკოლი, რომელიც განსაზღვრავს კონსილიუმის პაციენტთან ვიზიტების სიხშირეს, კონსილიუმის შეკრების ინიცირების საკითხებს (მათ შორის, პაციენტის, პირადი ექიმის, ადვოკატების პოზიციების გათვალისწინებით), კონსილიუმის ზუსტ მანდატს, მათი დასკვნების სამართლებრივ სტატუსს და სხვა. ასევე, აუცილებელია გადაიხედოს კონსილიუმის შემადგენლობა და შექმნილი საჭიროებების გათვალისწინებით, გაფართოვდეს ექიმ-სპეციალისტთა წრე“, - წერია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ამ დრომდე არ გამოვლენილა მიზეზი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს მისცემდა კონსილიუმის კომპეტენტურ და მაღალპროფესიულ საქმიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.

„ამასთან სახალხო დამცველი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, მულტიფუნქციური კონსილიუმის მუშაობის პარალელურად, გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული საზედამხედველო უფლებამოსილება, მანდატის ფარგლებში მოიწვიოს დარგის სპეციალისტები/ექსპერტები შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციების მისაღებად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საექსპერტო დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად“, - წერია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG