Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოთა თუთბერიძე: ექიმთა კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს


#18 სამკურნალო დაწესებულებაში არ შეუშვეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმი. მათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეესწავლათ, თუმცა ორ საათიანი ლოდინის შემდეგ განუცხადეს, რომ არასამუშაო დროს მათ პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ შეუშვებდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ დაუდასტურა.

ადვოკატი ამ ფაქტს უკანონოსა და სამარცხვინოს უწოდებს, რადგან მისი თქმით კონსილიუმის წევრები არასამუშაო საათებში მანამდე უკვე იმყოფებოდნენ ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად.

„დაცვის მხარის პოზიციით ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება ჯიბრში უდგას ილუზორულ მოწინააღმდეგეს და ყველანაირად ცდილობს მესამე პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას. დღეს არის პირველი შემთხვევა, როცა მას უარი უთხრეს ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზებაზე“, - თქვა შოთა თუთბერიძემ.

კონსილიუმთან დღეს შესახვედრად მზად იყო მიხეილ სააკაშვილი. ის ასევე ითხოვს ალტერნატიული კონსილიუმის შექმნასაც. კონსილიუმი ხვალაც შეეცდება ექსპრეზიდენტთან შესვლას.

XS
SM
MD
LG