Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციური: დეკანოზი მამალაძე სამოქალაქო კლინიკაში COVID-19-ის გამო მოთავსდა


„ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მიზეზი COVID-19-ია, აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

„მიმდინარე წლის 13 ნოემბერს COVID-19-ის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა (რესპირატორული სიმპტომები, ტემპერატურის უმნიშვნელო მატება). მსჯავრდებულს ჩივილებიდან გამომდინარე ჩაუტარდა PCR ტესტირება და მას კოვიდ-19 დაუდასტურდა“.

ოფიციალური ინფორმაციით, მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით, კლინიკა „ვივამედში“ მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. „ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ოჯახის ინფორმაციით, დეკანოზს პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურები და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

XS
SM
MD
LG