Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარიას დროა - ეპიზოდი III


ელენე ხოშტარიას დროა - ეპიზოდი III
please wait

No media source currently available

0:00 0:30:51 0:00

ეს ფილმი არის მესამე ეპიზოდი რადიო თავისუფლების დოკუმენტური ფილმების სერიიდან “პოლიტიკური ლიდერი“ და მასში მოგითხრობთ ელენე ხოშტარიაზე.

„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი, შემდეგ მოძრაობა „დროას“ და მერე ამავე სახელწოდების პარტიის ლიდერი, ცნობილია თავისი მწვავე სამოქალაქო აქტივიზმით და პროტესტის გაბედული ფორმებით. ელენე ხოშტარია ერთ-ერთია იმ ძალიან ცოტა პოლიტიკოსს შორის, ვინც ღიად იცავს ქვეყანაში უმცირესობების უფლებებს.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2020 წლის ბოლოს, ჯერ კიდევ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ უარი თქვა პარლამენტის მანდატსა და დეპუტატის ხელფასზე და მალე პარტიიდანაც წამოვიდა. ხოლო 2021 წელს, მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ის ოპოზიციურმა კოალიციამ, ნიკა მელიას თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად წარადგინა. ელენე ხოშტარია კენჭს იყრიდა გლდანის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ის „ქართული ოცნების“ კანდიდატთან დამარცხდა. თუმცა მისმა ახლად შექმნილმა პარტია „დროამ“ თბილისში ამომრჩეველთა ხმების 2% მიიღო.

ეს ფილმი არის მესამე ეპიზოდი რადიო თავისუფლების დოკუმენტური ფილმების სერიიდან “პოლიტიკური ლიდერი“ და მასში მოგითხრობთ ელენე ხოშტარიაზე, რომლის შესახებ ფილმის მონტაჟი თითქმის დასრულებული გვქონდა, როდესაც მან ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით, თავადაც შიმშილობა დაიწყო.

XS
SM
MD
LG