Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ვიდეო კომენტარები

ვერტმფრენი რუსთავის ციხის სიახლოვეს


ვერტმფრენი რუსთავის ციხის სიახლოვეს
please wait

No media source currently available

0:00 0:00:27 0:00
​საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ეჭვობს, რომ მისი შვილი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსთავის ციხეში იყო დაპატიმრებული, გადაიყვანეს. მას არ აქვს ინფორმაცია, სად წაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ჰყვება მიზეზს, რამაც აფიქრებინა, რომ იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში აღარ იმყოფება:
"იმიტომ ვერ შევდივართ ციხეში, რომ სადღაც გაიყვანეს... ინფორმაცია არ მაქვს... აღარ არის აქ... შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც დაწერა, რომ გადაყვანილიყო მრავალფუნქციურ დაწესებულებაში, ამასობაში უფლებების იგნორიებით თვალწინ აგვართვეს და გააქრეს... გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და მერე გადაგვიფრინა ვერტმფრენმა... მერე ვერტმფრენში ჩასვეს, როგორც ჩანს..." - თქვა გიული ალასანიამ მედიასთან.
XS
SM
MD
LG