Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ 7 ნოემბერს თბილისში აქცია დააანონსა


"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომელიც ასევე იყო თბილისის მერობის კანდიდატი ზუსტად ერთ კვირაში აქცია დააანონსა. ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

"ხელისუფლებას ამაოდ ჰგონია, რომ მან გუშინ გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებას მოიპოვებს ქართველი ხალხი, თქვენი სახით, ძალიან მალე. ჩვენ ვაპირებთ მაღალი მოტივაციით, უახლოეს მომავალში უკომპრომისო ბრძოლის ძალიან ფართო ფრონტის გაჩაღებას. ჩვენ ვაპირებთ სამშაბათს ბათუმში ჩასვლას, ვიყოთ ქუთაისში და სხვადახვა ქალაქებში მომდევნო დღეებში... დემონსტრაციას, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე კვირა დღეს [7 ნოემბერს], რომ იყოს მასშტაბური, როგორც არასოდეს. ეს დემონსტრაცია განსხვავებული იქნება ყველა წინა დემონსტრაციისგან", - თქვა მელიამ.

შემდეგი კვირა დღე 7 ნოემბერია. მელია ამბობს, რომ კონკრეტული საათის შესახებ მოგვიანებით შეატყობინებენ.

30 ოქტომბერს საქართვლოს 20 ქალაქში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში. ცესკოს მონაცემებით, 19 ქალაქში "ქართული ოცნების" კანდიდატია გამარჯვებული, ერთში - "ნაციონალური მოძრაობიდან". ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ შედეგებს არ აღიარებს. იმავეს ამბობენ მასთან კოალიციაში მყოფი "ლელოსა" და "დროას" ლიდერები და აცხადებენ, რომ "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადებიან.

XS
SM
MD
LG