Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს


"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, რომელიც თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი იყო საპარლამენტო მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან აქციაზე განაცხადა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურების შედეგების გაპროტესტების გამო იმართება.

"აი, ეს არის მანდატი. ვტოვებ იმიტომ, რომ ქუჩაში თქვენთან ერთად გავაგრძელო ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის, გავაგრძელო ბრძოლა ჩვენი შვილებისთვის. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე", - თქვა მან.

მამუკა ხაზარაძე პარლამენტის წევრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით გახდა.

30 ოქტომბერს საქართვლოს 20 ქალაქში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში. ცესკოს მონაცემებით, 19 ქალაქში "ქართული ოცნების" კანდიდატია გამარჯვებული, ერთში - "ნაციონალური მოძრაობიდან". ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ შედეგებს არ აღიარებს. იგივეს აცხადებენ მასთან კოალიციაში მყოფი "ლელოსა" და "დროას" ლიდერები და აცხადებენ, რომ "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადებიან.

XS
SM
MD
LG