Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ვაკის პარკით სარგებლობა უკვე შესაძლებელია

ვაკის პარკით სარგებლობა უკვე შესაძლებელია


იმის მიუხედავად, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ სრულად არ დასრულებულა, თბილისში, ვაკის პარკით სარგებლობა მოსახლეობას უკვე შეუძლია. პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

"ამ სივრცეში მოეწყო სხვადასხვა ზონა - საპიკნიკე ზონები, შეკრების ადგილები, ატრაქციონები, შშმ პირთათვის ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკები, სავარჯიშო და სარბენი 2 კმ-ზე მეტი სიგრძის ბილიკი, თუმცა ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით. სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციას და არსებული კასკადის მოწესრიგებას. ასევე, ფერდებზეც ვაპირებთ ბილიკების პროექტის განხორციელებას", - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო, მიმდინარე სამუშაოების გამო პარკი სრულად 2021 წლის თებერვალში დაიკეტა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, რეაბილიტაციის პროცესში სრულად განახლდა მცენარეული საფარი - დაირგო სხვადასხვა სახეობის 12 088 ძირი ბუჩქი და 1342 ძირი ხე. გარდა ამისა, დამატებით 7 435 ძირი მწვანე დარგვა და 80 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბალახის დათესვაა დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კასკადის რეაბილიტაციაც.

ვაკის პარკის რეაბილიტაციის განხორციელებაზე, თბილისის მერიის ინფორმაციით, 17 მლნ 600 ათასი ლარი, ხოლო გამწვანების ღონისძიებებზე, დამატებით, 3 მლნ 500 ათასი ლარი დაიხარჯა.

XS
SM
MD
LG