Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქსენია სობჩაკი მოყვა ავტოავარიაში, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა


ქსენია სობჩაკი
ქსენია სობჩაკი

იმ ავტომობილის მძღოლმა, რომელშიც ცნობილი რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი მგზავრობდა, სასიკვდილო ავტოავარიაში დანაშაული აღიარა. ამის შესახებ „როსიისკაია გაზეტა“ იტყობინება კრასნოდარის მხარის პროკურატურაზე დაყრდნობით.

მანამდე იტყობინებოდნენ, რომ სობჩაკი შაბათს საღამოს სოჭში მოყვა ავტოავარიაში, რომლის შედეგადაც, უკანასკნელი მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა. თავად სობჩაკი საჭესთან არ იჯდა და, მისი სიტყვებით, ტრავმების მიუხედავად, უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე.

სობჩაკმა Telegram-ის არხში დაწერა, რომ ავარიაში მოყვა და რომ მას „ტვინის შერყევა და მრავალრიცხოვანი ტრავმები აქვს“. „შოკში ვარ იმის გამო, რომ ადამიანები დაიღუპნენ.“

სობჩაკის თქმით, მანქანა, რომელშიც ის მგზავრობდა, მას არ ეკუთვნოდა და მძღოლს „არ აჩქარებდა“.

ტელეწამყვანმა დაადასტურა, რომ ავარიის შემდეგ სხვა ავტომანქანაში გადაჯდა და მოსკოვში გაფრინდა. მისი თქმით, ავარიის შემდეგ მისმა დირექტორმა სასწრაფო დახმარებას გამოუძახა და შემთხვევის ადგილზე მივიდა იმის გასარკვევად, „შეგვიძლია თუ არა მეორე მანქანის დახმარება“.

როგორც ინტერფაქსის წყარო იტყობინება, მანქანა, რომელშიც იჯდა სობჩაკი მგზავრის სახით, შეეჯახა სხვა ავტომობილს, რომლის ორი მგზავრი გარდაიცვალა, მესამე მძიმე მდგომარეობაშია. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მიმდინარეობს თუ არა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება.

XS
SM
MD
LG