Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ერთი კაცი იპოვეს და სამძებრო სამუშაოები დასრულდა


ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის ნანგრევებში, კიდევ ერთი კაცი იპოვეს, ის სავარაუდოდ ჯემალ ბაუჟაძეა, რომელიც კორპუსში ნგრევამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიდა.

ადგილობრივების ცნობით, ჯემალ ბაუჟაძე, რომელიც მეზობელ კორპუსში ცხოვრობდა, სტუმრად მიდიოდა მეზობელთან.

მაშველების ინფორმაციით, ნგრევისას კაცი სადარბაზოს კიბეებზე იმყოფებოდა. არსებობს ვიდეოც, როდესაც იგი შენობაში შედის.

სახლის ჩამონგრევის პროცესი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:05 0:00

შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილია 9 ადამიანი, ერთი დაზარალებული კი მძიმე მდგომარეობაში ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაშია.

ამ დროისთვის შენობასთან მყოფ მოსახლეობასა და ჟურნალისტებს პოლიციამ ტერიტორიის დატოვება სთხოვა.

შსს მინისტრის განცხადებით, ამით სამძებრო სამუშაოები დასრულდა.

„მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. მძიმე სიტუაციაა. 9 ადამიანია გარდაცვლილი. უძიმესი დღე იყო გუშინაც და დღესაც. 5 წუთის წინ ვიპოვეთ მე-9 გარდაცვლილი. ჩვენი ვარაუდით, არც ერთი დაკარგული აღარაა და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება“, - განაცხადა გომელაურმა.

ახლა გაგრძელდება შენობის დემონტაჟის პროცესი და გაწმენდითი სამუშაოები.

XS
SM
MD
LG