ბათუმში კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი კლინიკიდან გაწერეს
ბათუმში კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი კლინიკიდან გაწერეს. ბავშვმა იაშვილის სახელობის კლინიკა კვლევების ჩატარების შემდეგ დატოვა.
"ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია, მრავლობითი დაზიანებები აქვს ზედაპირული, ასევე ფეხის წვივი აქვს მოტეხილი", - უთხრა პაციენტის მიღების დროს რადიო თავისუფლებამ კლინიკის მთავარმა ექიმმა თამარ ბახტაძემ.
ერთი წლისა და სამი თვის ბავშვი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მანქანაში იმ დროს იყო, როცა ამ ქუჩაზე მდებარე 7-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსი დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოინგრა. მისი ერთი სადარბაზო სრულად ჩამოშლილია. ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ჯგუფები.
როგორც რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტი ამბობს, ათეული წლების წინ აშენებულ 5-სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს.