სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აპირებს საპატიმრო დაწესებულებაში დღესვე მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, რომლის დაკავების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ამცნო საზოგადოებას. არსებული ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი თბილისში დააკავეს და ის გლდანის საპატიმრო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციის დეტალების შესახებ ოფიციალურად ცნობილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს რა დროს, რა ადგილას და სამართალდამცვლების რა რესურსის გამოყენებით დააკავა საქართველოს მესამე პრეზიდენტი.