ცოტა ხნის წინ, ქვებით აწყობილნაგებობაზე მოგიყევით, რომელიც კუს ტბის ახლოს, ზედ კლდოვან მთის ფერდს მიჰყვება - კონსტრუქცია მთლიანად ქვების ბალანსირებით არის აწყობილი. როგორც აღმოჩნდა, ბოლო სამი თვეა მას პროფესიით არქიტექტორი, ვლადიმერ (ვოვა) გოვაზოვი აკეთებს.
სანამ ვლადიმერი ქვების ბალანსირებისათვის ამ ადგილს აირჩევდა, ამ ადგილის ახლოს, პირველი ქვა ანზორ თხილაიშვილმა დადო, კუს ტბის კიდევ ერთმა მოყვარულმა, მან ფერდობზე ქვებისგან გადასახედი და პატარა სალოცავი მოაწყო. კუს ტბის ბილიკებზე მოსეირნე ადამიანები ხშირად ხედავენ ხოლმე როგორ იქმნება ქვებისგან ახალი ფიგურა, დროებითი კონსტრუქცია, რომელიც ხმაურიან თბილისს გადაჰყურებს.