Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი სააკაშვილზე: სასაცილოა, ამხელა კაცი დედასთან ერთად ჩამოდის


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან დაბრუნებაზე საუბრის დროს ამბობს, რომ მას დამცინავი რეაქცია აქვს. ამ საკითხის შეფასებისას წულუკიანმა სააკაშვილს "დედას ბუშტი" უწოდა.

"იმედი მაქვს, არავის ეწყინება, რომ ჩემი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი, რადგან ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღიქვამ. ვერც პიროვნებას, რომელიც აცხადებს, რომ არის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი, ეს ყველაზე დიდი ანეკდოტია, რაც მოგვისმენია და ასევე სასაცილოა, რომ ამხელა კაცი, მგონი, დედასთან ერთად ჩამოდის, დედას ბუშტი გვიბრუნდება", - თქვა წულუკიანმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ საქართველოში დაბრუნებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის გეგმავდა. გუშინ, 27 სექტემბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მან გამოაქვეყნა ავიაბილეთების ფოტოები, სადაც ეწერა, რომ კიევი-თბილისის მიმართულებით ფრენა 2 ოქტომბერსაა დანიშნული.

მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნებაზე არაერთხელ უსაუბრია, თუმცა ამ დრომდე ის ქვეყანაში არ დაბრუნებულა. საქართველოს სასამართლომ ის დაუსწრებლად სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში სამართალდამცავებს მისი დაკავება შეუძლიათ.

XS
SM
MD
LG