Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ნამახვანჰესი აღარ აშენდება - "ენკა" ხელშეკრულებას წყვეტს საქართველოს მთავრობასთან

ნამახვანჰესი აღარ აშენდება - "ენკა" ხელშეკრულებას წყვეტს საქართველოს მთავრობასთან


ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია, ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს და უარს ამბობს $800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე, რომელსაც თვეების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა აქტივისტების ჯგუფი.

Enka Renewables-ის გადაწყვეტილების შესახებ მისი მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორი გახდა.

რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოძიებას "ენკას" ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან, მათ შორის იმის შესახებ, დაიწყებს თუ არა დავას კომპანია არბიტრაჟში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG