Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ალმა": ვაქცინაციას ბილბორდები უფასოდ დავუთმეთ, NCDC-ის არ უთხოვია კამპანიის გაგრძელება


საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდის სარეკლამო კომპანია, რომელიც ბილბორდებზე რეკლამის განთავსებას სთავაზობს კომპანიებს, აცხადებს, რომ ვაქცინაციის კამპანიისთვის სივრცეს უსასყიდლოდ თმობდნენ. ორგანიზაცია განმარტავს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს აღარ დაუფიქსირებია კამპანიის გაგრძელების სურვილი, რის გამოც ბილბორდები ჩამოხსნეს.

"აღნიშნული მხარდამჭერი აქცია ხორციელდებოდა მიმდინარე წლის 14 აპრილიდან და საწყის ეტაპზე დაგეგმილი იყო 3 თვის ვადით. „ალმა“-მ პირნათლად შეასრულა თავისი დანაპირები ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში და მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე სარეკლამო კონსტრუქციებზე სრულად იქნა შენარჩუნებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ვიზუალები და სარეკლამო რგოლები.

ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ 3 თვის გასვლის შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჩვენთან არ დაუმყარებია არანაირი სახის კომუნიკაცია და ჩვენთვის არ უთხოვნიათ კამპანიის გაგრძელება, „ალმა“-მ ისევ უსასყიდლოდ შეინარჩუნა და დღემდე ინარჩუნებს ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით განთავსებულ გარე სარეკლამო ბანერებსა და სარეკლამო რგოლებს მონიტორებზე", - აღნიშნავს "ალმა".

კომპანია განმარტავს, რომ 2021 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან დაიდო ეხებოდა მხოლოდ ბანერების (სარეკლამო ვიზუალის) დაბეჭდვას და მათ ბილბორდებზე გაკვრას (სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას) და არ ითვალისწინებდა სარეკლამო კონსტრუქციების დაქირავების საფასურს.

რადიო თავისუფლება ამ საკითხზე NCDC-დან პასუხის მიღებას ცდილობს.

ბოლო რამდენიმე დღეა თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე წინასაარჩევნო პლაკატები გამოჩნდა. როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ერთ-ერთი მათგანი კორონავირუსის ვაქცინაციაზე მოწოდების ბილბორდის ნაცვლად გაიკრა.

"მერია არაფერ შუაშია, არანაირი უფლება არ აქვს მერიას ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების. არაფერი რეაგირება არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში..." - აცხადებს თბილისის მერი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, კახა კალაძე.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, კი "როგორ ჩანს, ეს არის "მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა.

XS
SM
MD
LG