Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ბელარუსი იწყებენ მასშტაბურ სამხედრო მანევრებს, „დასავლეთი 2021“-ს, დასავლეთთთან დაძაბულობის ფონზე


რუსული ხომალდი, ურენგოი, სამხედრო მანევრებში, "დასავლეთი-2021"-ში მონაწილეობის მისაღებად გადის ბალტიის ზღვის ნავსადგურიდან.
რუსული ხომალდი, ურენგოი, სამხედრო მანევრებში, "დასავლეთი-2021"-ში მონაწილეობის მისაღებად გადის ბალტიის ზღვის ნავსადგურიდან.

რუსეთსა და ბელარუსმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა ნატოს წევრი სახელმწიფოების საზღვრებთან. ბელარუსი და რუსეთი აპირებენ სამხედრო კავშირების გაღრმავებას დასავლეთთთან არსებული დაძაბულობის ფონზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მანევრები, რომელიც დაიწყო 10 სექტემბერს, ტარდება ბელარუსის და დასავლეთ რუსეთის ტერიტორიებზე და ბალტიის ზღვაზე. რუსეთის მონაცემებით, წელს, წვრთნა, რომლის მსგავსი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, მოიცავს 200 ათას სამხედროს, 80 თვითმფრინავს, 290 ტანკს, 240 საარტილერიო დანადგარს, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებსა და ნაღმმტყორცნებს, ასევე 15 ხომალდს.

ბოლო ათწლეულებში ევროპაში უდიდესი მანევრები შეშფოთებას იწვევს ნატოში, რომელიც აცხადებს, რომ კრემლმა უარი თქვა მეთვალყურეთა მიწვევაზე, რაზეც მას ვალდებულება აქვს ნაკისრი საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით.

მანევრების დაწყების წინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ბელარუსის ავტორიტარი მმართველი, სულ უფრო იზოლირებული, ალიაქსანდრ ლუკაშენკა ერთმანეთს შეხვდნენ მოსკოვში და შეთანხმდნენ თავიანთი ქვეყნების ინტეგრაციის გაღრმავებაზე. ორმა ლიდერმა გვერდი აუარა საკითხს „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ შექმნის შესახებ.

ლუკაშენკა იზოლაციაში მოექცა მას მერე, რაც შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა მეექვსე ვადით. ბელარუსის ოპოზიცია, რომელიც სასტიკი რეპრესიების სამიზნე გახდა, თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა. ლუკაშენკას გამარჯვებას არ აღიარებს დასავლეთი, რომელმაც მინსკს სანქციები დაუწესა.

XS
SM
MD
LG