Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძემ დაპირებების ნაწილის შეუსრულებლობის მიზეზებზე ილაპარაკა


კახა კალაძე
კახა კალაძე

„რუსთავი 2“-ის ეთერში თბილის მეორბის კანდიადტმა „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძემ შეუსრულებელი დაპირებების შესახებ ილაპარაკა.

შეკითხვაზე, შვიდი ახალი მიწისზედა უნდა გვქონოდა ასევე რუსთავის თბილისთან დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროც გათვალისწინებული იყო, როდის ვერ შესრულდება და რატომ ვერ შესრულდება? კალაძემ უპასუხა, რომ კიდევ იყო დაპირებები, რომლებიც ვერ შესრულდა.

„მართლა მქონდა დაპირება ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაცია ამ 4 წლის განმავლობაში, იგივე წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, ქეთევან წამებულის ქუჩის რეაბილიტაცია უნდა ყოფილიყო დაწყებული, ბაგები-საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდი. იყო ბევრი ასეთი პროექტი და ამას აქვს თავისი ახსნა.

ამ ოთხი წლის განმავლობაში, რაც დავიწყეთ 2017 წლიდან, სამწუხაროდ, ბოლო ორი წელი იყო ურთულესი. ფაქტობრივად გავჩერდით, გავჩერდით პანდემიოის გამო. თანხაზე, რომელიც მობილიზებული იყო ამ პროექტების განსახორცილებლად, მოგვიწია უარისთქმა, გაჩნდა სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები და ეს იყო ადამიანი. ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უზრუნველოფა. იმ ოჯახების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, რომლებმაც სამსახურები დაკარგა.

ამ ადამიანების დასახმარებლად გადანაწილდა ეს თანხა. და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება.

2020 წელს დაახლოებით 300-350 მილიონი ლარი დააკლდა დედაქალაქს ბიუჯეტში, ეს ძალიან დიდი ფულია, რომ ეს პროექტები დაწყებულიყო. შემდეგი წელიც ძალიან რთულია. 4 წლიდან 2 წელი ვიმყოფებით ურთულეს მდგომარეობაში“, - აცხადებს კალაძე.

დედაქალაქის მერის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ პროექტები არ განხორციელდება. „იმაზე მეტს გავაკეთებთ, რაც გვქონდა დაპირებული. მომდევნო წლების განმავლობაში“, - დაამატა კალაძემ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

XS
SM
MD
LG